ჩემპიონთა ლიგა | ჩავი - პსჟ, შესაძლოა, ფავორიტად მივიჩნიოთ, თუ გაწეულ ხარჯებს გავითვალისწინებთ #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა | ჩავი - პსჟ, შესაძლოა, ფავორიტად მივიჩნიოთ, თუ გაწეულ ხარჯებს გავითვალისწინებთ #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის წილისყრა შეაფასა, რომლის შედეგად კატალონიელებს „პარი სენ-ჟერმენთან“ დაპირისპირება მოუწევთ.

„პსჟ, შესაძლოა, ფავორიტად მივიჩნიოთ, თუ მათ მიერ გაწეულ ხარჯებს გავითვალისწინებთ. თუმცა ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი. ახლა სწორედ ის მომენტია, რომ ჩვენი შესაძლებლობები დავამტკიცოთ. პსჟ ურთულესი, ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა, რომელიც კი შეიძლებოდა შეგვხვედროდა. კარგად ვიცი, როგორ მუშაობს ლუის ენრიკე და მისი შტაბი, მაგრამ ჩვენი გუნდის ძალის მჯერა“, – განაცხადა ჩავი ერნანდესმა.

შეგახსენებთ, რომ „ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის პირველი მეოთხედფინალური მატჩი 10 აპრილს გაიმართება, საპასუხო შეხვედრა კი – 16 აპრილს.