ჩემპიონთა ლიგა - „არსენალმა“ ზედიზედ მეშვიდედ მოიგო და პირველი მერვედფინალისტი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა - „არსენალმა“ ზედიზედ მეშვიდედ მოიგო და პირველი მერვედფინალისტი გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

ლონდონის „არსენალმა“ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეშვიდე ტურში მეშვიდე გამარჯვება მოიპოვა. პრემიერლიგის ლიდერმა სტუმრად 3:1 დაამარცხა სერია A-ს ლიდერი.

მე-10 წუთზე ანგარიში „არსენალის“ ფორვარდმა, გაბრიელ ჟესუსმა გახსნა, როცა იურიენ ტიმბერის პასს შეუცვალა მიმართულება. „ინტერმა“ ანგარიში რვა წუთში გაათანაბრა პეტარ სიჩიჩის ცხრიანში დარტყმით. თუმცა ლონდონელები 31-ე წუთზე ისევ გავიდნენ წინ – ჟესუსმა დუბლი გაიფორმა. ეს იყო „არსენალის“ მიერ ამ სეზონში კუთხურიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მე-18 გოლი. საბოლოო ანგარიში 84-ე წუთზე „არსენალის“ ფორვარდმა, ვიქტორ დიოკერეშმა დააფიქსირა.

„არსენალი“ შვიდ ტურში 21 ქულით ლიდერობს ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპს. მიკელ არტეტას გუნდი პირველია, რომელმაც გაინაღდა მერვედფინალში თამაში. „ინტერი“ 12 ქულით მეცხრე ადგილზეა. მილანელებმა სტარტზე ოთხი მოგების შემდეგ ზედიზედ სამი მატჩი წააგეს.