ჩემპიონთა ლიგა 7 აგვისტოს განახლდება - თამაშები ყოველ სამ დღეში გაიმართება
ჩემპიონთა ლიგა 7 აგვისტოს განახლდება - თამაშები ყოველ სამ დღეში გაიმართება

ცნობილი გახდა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის განახლების სავარაუდო ვადები.

როგორც Sky Sport Italia წერს, ევროპის ლიგის გათამაშება 2-3 აგვისტოს უნდა განახლდეს. თავის მხრივ, ჩემპიონთა ლიგა 7-8 აგვისტოს დაბრუნდება. ამასთან, მატჩები ყოველ სამ დღეში გაიმართება.

უფრო ადრე დაიწერა, რომ უეფა ევროპის ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალების ჩატარებას, შესაბამისად 26 მაისსა და 29 მაისს გეგმავს.

ცნობილი გახდა, რომ 23 აპრილს დაინიშნა უეფა-ს ვიდეოკონფერენცია ევროპის 55 ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციასთან, რათა მიიღონ გადაწყვეტილება მიმდინარე და მომავალ სეზონთან დაკავშირებით.