ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი - ლაციო-ბაიერნი 1:4, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი - ლაციო-ბაიერნი 1:4, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]

* რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზე 72-ე გოლი გაიტანა, რაულს გაასწრო და ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მესამე ადგილზე გადავიდა. მასზე წინ არიან კრიშტიანო რონალდო (134) და ლიონელ მესი (119).

* „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელს ჰანსი ფლიკს ჩემპიონთა ლიგაზე წაგება არ აქვს – 14 მოგება და ერთი ფრე 15 მატჩში. ეს მწვრთნელებისთვის მეორე ყველაზე გრძელი წაუგებელი სერიაა ჩემპიონთა ლიგაზე ტურნირზე დებიუტის მომენტიდან. რეკორდი ლუი ვან გაალვს ეკუთვნის, რომლის სერია „აიაქსში“ 19 მატჩი გრძელდებოდა.

* 17 წლისა და 363 დღის ჯამალ მუსიალა მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია. რეკორდი ბოიან კრკიჩს ეკუთვნის, რომელმაც 2007-08 წლების სეზონში „ბარსელონას“ მაისურით „შალკეს“ 17 წლისა და 217 დღის ასაკში გაუტანა.

* მუსიალა ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაუტანია.

 

ლაციო-ბაიერნი             1:4

გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (9), 0:2 მუსიალა (24), 1:3 სანე (42), 0:4 აჩერბი (47), 1:4 კორეა (49)

ლაციო (3-5-2): რეინა – გაბარონი (53. ჰოედტი), აჩერბი, მუსაჩო (31. ლულიჩი) – ლაცარი, მილინკოვიჩ-სავიჩი (81. კატალდი), ლუკას ლეივა (53. ესკალანტე), ალბერტო (81. აკპა აკპრო), მარუშიჩი – იმობილე, კორეა.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი – ზიულე, ბოატენგი, ალაბა, დევისი – კიმიხი, მუსიალა (90. შუპო-მოტინგი) – სანე (90. სარი), გორეტცკა (63. ხავი მარტინესი), კომანი (75. ერნანდესი) – ლევანდოვსკი.

დატოვე კომენტარი