ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, II მატჩი - პსჟ-ბარსელონა 1:1, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, II მატჩი - პსჟ-ბარსელონა 1:1, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* „ბარსელონა“ 2006-07 წლების სეზონის შემდეგ, პირველად ვერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში – შეწყდა 13-წლიანი სერია, რაც ყველაზე გრძელია ტურნირის ისტორიაში.

* პირველად 2004-05 წლების სეზონის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არ იქნება არც კრიშტიანო რონალდო და არც ლიონელ მესი.

* ლიონელ მესის ჩემპიონთა ლიგაზე 120 გოლი დაუგროვდა. ლიდერი კრიშტიანო რონალდოა 134 გოლით.

* 2015 წლის თებერვლის შემდეგ, მესიმ პირველად გააფუჭა პენალტი ჩემპიონთა ლიგაზე. იქედან მოყოლებული, მან რვიდან რვა 11-მეტრიანი გაიტანა, მათ შორის ოთხი ამ სეზონში.

* მესიმ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად გაიტანა თამაშიდან.

* სულ კარიერაში მესის 131 პენალტი აქვს შესრულებული (მატჩის შემდეგ 11-მეტრიანი დარტყების სერია). მატჩების ძირითად დროში ფორვარდმა 102 გაიტანა და 29 პენალტი ვერ გამოიყენა. რეალიზაციის პროცენტი 77.86-ს შეადგენს.

* მესის 19 გოლი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე საჯარიმოს გარედან დარტყმებით. მასზე წინ მხოლოდ კრიშტიანო რონალდოა – 20 გოლი.

* 22 წლისა და 80 დღის ასაკში კილიან მბაპეს 25 გოლი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე, რაც ახალი რეკორდია. წინა რეკორდი მესის ჰქონდა – 25 გოლი 20 წლისა და 286 დღის ასაკში გაიტანა.

* მბაპეს ჩემპიონთა ლიგაზე 42 მატჩში 40 ქულა აქვს – 25 გოლი და 15 პასი.

 

პსჟ-ბარსელონა              1:1 (4:1)

გოლები: 1:0 მბაპე (31-პენ), 1:1 მესი (37)

45-ე წუთზე ლიონელ მესიმ პენალტი ვერ გამოიყენა

პსჟ (4-3-3): კეილორ ნავასი – ფლორენცი (76. დაგბა), მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა (46. დიალო) – გუეიე (59. დანილო), პარედესი, ვერატი (84. რაფინია) – დრაქსლერი (59. დი მარია), იკარდი, მბაპე.

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი – დესტი (66. ტრინკაო), მინგესა (35. ფირპო), ლანგლე, ჟორდი ალბა – ფ. დე იონგი, ბუსკეტსი (79. მორიბა), პედრი (79. პიანიჩი) – მესი, გრიზმანი, დემბელე (79. ბრეიტუეიტი).