დღეს 21:30 საათზე „საბურთალო“ „შერიფთან“ განმეორებით მატჩს გამართავს
დღეს 21:30 საათზე „საბურთალო“ „შერიფთან“ განმეორებით მატჩს გამართავს

დღეს, 16 ივლისს, თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, გაიმართება ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოსა“ და მოლდოვურ „შერიფს“ შორის.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი „საბურთალოელებმა“ სტუმრად ანგარიშით 3:0 მოიგეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი აქვთ გადადგმული. გოლები ტირასპოლში როლოვიჩმა, კოხრეიძემ და კაკუბავამ გაიტანეს.

დღევანდელი მატჩი 21:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.