„ბაიერნის“ ფორვარდი სადიო მანე „ჩელსის“ აინტერესებს. კლუბებმა უკვე გამართეს მოლაპარაკებები, – დაწერა „ტვიტერში“ ჟურნალისტმა პედრო ალმეიდამ.
შეხვედრა ორი დღის წინ მიუნხენში შედგა. იტყობინებიან, რომ „ჩელსი“ ფავორიტია სენეგალელი ფორვარდისთვის ბრძოლაში. მანეს კონტრაქტი გერმანიის ჩემპიონთან 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
მიმდინარე სეზონში 31 წლის მანემ 36 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 12 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.