ლონდონის „ჩელსი“ნიგერიელი ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის გაფორმების შესაძლებლობას განიხილავს.
CBS Sports-ის ჟურნალისტის ბენ ჯეიკობსის მონაცემებით, ინგლისურ კლუბს სერიოზული დაინტერესება აქვს „ნაპოლის“ ფორვარდის მიმართ. შესაძლოა, ლონდონელები მის შეძენას იანვარში შეეცდებიან.
ამტკიცებენ, რომ ნიგერიელ ფეხბურთელს არ მოსწონს რუდი გარსიას ხელმძღვანელობით მუშაობა, რომელიც ზაფხულში დაინიშნა „ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად.
მიმდინარე სეზონში ოსიმენმა სერია A-ს რვა მატჩში ექვსი გოლი გაიტანა.