„ჩელსი“ საზაფხულო ტრანსფერებისთვის 175 მილიონ ევროს დახარჯავს #1TVSPORT
„ჩელსი“ საზაფხულო ტრანსფერებისთვის 175 მილიონ ევროს დახარჯავს #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გუნდის მთავარ მწვრთნელს თომას ტუხელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გამოუყოს 175 მილიონი ევრო შემადგენლობის გასაძლიერებლად, – წერს გაზეთი „სანი“.

„ჩელსისთვის“ პრიორიტეტული იქნება ფორვარდის შეძენა. მთავარი სატრანსფერო სამიზნეები არიან – რომელუ ლუკაკუ („ინტერი“) და ერლინგ ჰალანდი („დორტმუნდი“).

პრემიერლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, „ჩელსი“ გათამაშების ცხრილში მეოთხე ადგილზეა.