„ჩელსი“ საქველმოქმედო მატჩს მოაწყობს - ფულს უკრაინას გაუგზავნიან #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსი“ „სტემფორდ ბრიჯზე“ მოაწყობს საქველმოქმედო შეხვედრას პრემიერლიგის ვარსკვლავების მონაწილეობით, გამომუშავებული სრული თანხა უკრაინაში გადაირიცხება.
გაზეთ The Evening Standard-ის ინფორმაციით, „ჩელსის“ მფლობელი ტოდ ბოელი დათანხმდა მატჩის ორგანიზებას საქველმოქმედო ორგანიზაცია Football for Ukraine-სთან ერთად, რომელიც „არსენალის“ უკრაინელი ლეგიონერის, ალექსანდრ ზინჩენკოს მიერ არის დაარსებული.
ელოდებიან, რომ მატჩში მონაწილეობას მიიღებს პრემიერლიგის რამდენიმე მოქმედი ვარსკვლავი, ასევე ინგლისურ ლიგაში მოთამაშე ლეგიონერები: ზინჩენკო, მიხაილ მუდრიკი (ჩელსი), ვიტალი მიკოლენკო (ევერტონი) და ილია ზაბარნი (ბორნმუთი). მატჩის ფორმატი და შემადგენლობები უცნობია.
სავარაუდოდ, მატჩი აგვისტოს პირველ ნახევარში გაიმართება.