ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობა შემადგენლობაში კარდინალურ ცვლილებებს განახორციელებს, თუ კლუბის შედეგები უახლოეს ხანში მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდება.
გაზეთ The Telegraph-ის ინფორმაციით, ლონდონური კლუბი მზად არის, გამოეთხოვოს შვიდ ფეხბურთელს. „ჩელსიმ“ შეიძლება გაყიდოს ან იჯარით გაუშვას ჰაკიმ ზიეჩი, კაი ჰავერტცი და კრისტიან პულიშიჩი. ჟორჟინიოს უფლებას მისცემენ, ზაფხულში უფასოდ წავიდეს, ასევე კლუბი განიხილავს წინადადებებს სესარ ასპილიკუეტას გაშვებასთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, „ჩელსიმ“ შეიძლება გაუშვას შარშან ზაფხულში შეძენილი მცველი კალიდუ კულიბალი, თუ იტალიური კლუბებისგან მის მიმართ დაინტერესება იქნება.
ასევე, „ჩელსი“ ხელს არ შეუშლის ფორვარდ პიერ-ემერიკ ობამეიანგს, თუ ის სხვა ჩემპიონატში გადასვლას მოისურვებს.
ლონდონელები 25 ქულით მეათე ადგილზე არიან პრემიერლიგის ცხრილში. გუნდმა ბოლო რვა შეხვედრაში ექვსჯერ წააგო, რაც 1993 წლის შემდეგ არ მომხდარა.