„ჩელსის“ ფეხბურთელები მიხაილო მუდრიკი და ენცო ფერნანდესი არ ითამაშებენ პარიზის ოლიმპიადაზე.
ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირი 24 ივლისს დაიწყება – ევრო 2024-ისა და კოპა ამერიკის ფინალებიდან 10 დღეში. ამ ტურნირებზე მუდრიკი და ფერნანდესი წარმოადგენენ უკრაინისა და არგენტინის ნაკრებებს.
გამოცემა The Athletic-ის ინფორმაციით, „ჩელსი“ არ გაუშვებს ამ ფეხბურთელებს ოლიმპიადაზე. ლონდონურ კლუბს სურს, რომ მათ კარგად დაისვენონ მსხვილი ტურნირების შემდეგ, სანამ შეურთდებიან გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელის, ენცო მარესკას ხელმძღვანელობით.