ლონდონის „ჩელსიმ“ მოიგო ბრძოლა „ბენფიკას“ არგენტინელი ნახევარმცველისთვის, ენცო ფერნანდესისთვის, – დაწერა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ.
მისი ინფორმაციით, ინგლისური კლუბი ახლოს არის გარიგების გაფორმებასთან. იტყობინებიან, რომ „ჩელსი“ 21 წლის არგენტინელისთვის 127 მილიონ ევროს გადაიხდის, რომელიც ლისაბონურ კლუბში რამდენიმე ნაწილად გადაირიცხება.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ „ჩელსიმ“ უკვე შეათანხმა ფერნანდესთან პირადი კონტრაქტის დეტალები, რომლის მიხედვითაც ის წელიწადში 10 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს.
არგენტინელზე ასევე პრეტენზიას აცხადებდნენ „ლივერპული“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“, მაგრამ ამ კლუბებს მთელი ამ დროის განმავლობაში„ბენფიკასთვის“ არცერთი ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.