„ოქროს ბურთის“ დაჯილდოვების ცერემონიაზე კიდევ ერთი გამარჯვებული დაასახელეს ახალ ნომინაციაში. გამოვლინდა 2021 წლის საუკეთესო გუნდი.
პრიზი მოიგო ლონდონის „ჩელსიმ“, რომელიც 2021 წელს გახდა ჩემპიონთა ლიგისა და უეფა-ს სუპერთასის გამარჯვებული.
მანამდე საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა პედრი, საუკეთესო მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა, საუკეთესო ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი.