„ახალგაზრდა სპეციალისტმა, გიორგი ჭელიძემ „საბურთალო“ დატოვა, მას კი გამოცდილი თემურ შალამბერიძე შეცვლის“, – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს:
„გიორგი ჭელიძე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა „საბურთალოს“ აკადემიასა და მეორე გუნდში. მან საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს არაერთი მოთამაშე გაუზარდა.
გიორგი ჭელიძის ნაცვლად, „საბურთალოს“ დუბლშემადგენლობას თემურ შალამბერიძე უხელმძღვანელებს, რომელიც კლუბისთვის კარგად ნაცნობი კადრია – 2020 წელს „საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელად მუშაობდა, სადაც სუპერთასის გამარჯვებული გახდა. მაშინ, ჩვენმა გუნდმა, „დინამო თბილისი“ 1:0 დაამარცხა“.
შალამბერიძის სახელს უკავშირდება „სალერის“ თასისა და სხვადასხვა ტურნირების მოგება. იყო გუნდის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელი.