ჩეხეთის ჩრდილოეთ ნაწილში სოფელ სლავონოვოსთან ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
ჩეხეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ვერტმფრენი მინდორში, საცხოვრებელი სახლებიდან 200 მეტრში ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
პოლიციის ცნობით, ვერტმფრენი კერძო კომპანიას ეკუთვნოდა. ავიაკატასტროფა საცდელი ფრენის დროს მოხდა.
სამართალდამცველებმა მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება დაიწყეს.