ჩეხეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა
ჩეხეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. გარდაცვლილებს შორის ორივე მატარებლის ორი მემანქანე და ერთი მგზავრია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით, დაახლოებით დილის 08:00 საათზე ქალაქ მილავცეში მოხდა. დაშავდა 30-მდე ადამიანი, მათგან რვა მძიმედ. რამდენიმე დაშავებული შემთხვევის ადგილიდან ახლომდებარე საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს.
ჩეხეთის რკინიგზის ცნობით, ერთმანეთს შეეჯახა ადგილობრივი სამგზავრო მატარებელი და საერთაშორისო ჩქაროსნული მატარებელი, რომელიც ჩეხეთის ქალაქ პლზენს გერმანიის მიუნხენთან აკავშირებს.
ჩეხეთის ტრასპორტის მინისტრის, კარელ ჰავლიჩეკის განცხადებით, ჩქაროსნული მატარებლის მემანქანე STOP ნიშანზე არ გაჩერდა, რის შედეგადაც, სამგზავრო მატარებელს შეეჯახა.