ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი რეგულაციების დარღვევის გამო ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი რეგულაციების დარღვევის გამო ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს. მიზეზად ბაბიში ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას მიერ „კოვიდ-19“-ის რეგულაციების დარღვევის ფაქტს ასახელებს.

გამოცემა „გარდიანი“ წერს, რომ პრიმულა თანამდებობაზე სულ რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა, რომლის ინიციატივით, „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ზრდის ფონზე, მკაცრი რეგულაციები დაწესდა, მათ შორის დაიკეტა რესტორნები და სკოლები.

გასულ ღამით, პრიმულა ერთ-ერთ რესტორანში პირბადის გარეშე დააფიქსირეს.