მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საკუთარი ინიციატივით შემოღებული შეზღუდვები დაარღვია
მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა საკუთარი ინიციატივით შემოღებული შეზღუდვები დაარღვია

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრმა მისი ინიციატივით შემოღებული „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული შეზღუდვები დაარღვია.

რომან პრიმულა პრაღის ერთ-ერთ რესტორანში პირბადის გარეშე დააფიქსირეს.

ჩეხეთში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების მატების გამო ყველა რესტორანი დაკეტილია, ხოლო პირბადეების ტარება დახურულ და ღია საჯარო სივრცეებში სავალდებულოა.

აღსანიშნავია, რომ პრიმულა რესტორანში სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად იმყოფებოდა.

ჩეხეთის ოპოზიცია ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას მოითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთში ევროპის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.