ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს
ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ინფორმაციას გამოცემა Novinky-ი ავრცელებს.
პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მაისში პარლამენტი მთავრობას ნდობას არ გამოუცხადებს, ვადამდელი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა დადგება.
„თუ ვერ მივაღწევთ შეთანხმებას, შესაძლოა, საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის მაისში ჩავატაროთ, ევროპარლამენტის არჩევნებთან ერთად“, – განაცხადა ბაბიშმა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ვადამდელ არჩევნებზე საუბრობს. ანალოგიური განცხადება მან თებერვალშიც გააკეთა.