ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით ანგელა მერკელის განცხადებამ შესაძლოა, პანიკა გამოიწვიოს

17:52, 11.03.2020
FILE PHOTO - Czech Republic's Prime Minister Andrej Babis arrives for the second day of the European Union leaders summit, held to discuss the EU's long-term budget for 2021-2027, in Brussels, Belgium, February 21, 2020. Ludovic Marin/Pool via REUTERS

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებამ შესაძლოა, პანიკა გამოიწვიოს.

ინფორმაციას ბაბიშის გაცხადების შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჩეხურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„არ მსურს, კომენტარი გავაკეთო გერმანიაში შექმნილ მდგომარეობაზე, თუმცა მჯერა, რომ მსგავსი განცხადებები უფრო პანიკას იწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ მკაცრი ზომები, რომ ასეთი, ყველაზე ცუდი, სცენარები არ განიხილებოდეს“, – განაცხადა ბაბიშმა.

შეგახსენებთ, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დღეს განაცხადა, რომ კორონავირუსით შესაძლოა, მოსახლოების 60-70% დაინფიცირდეს. კანცლერმა აღნიშნა, რომ ვინაიდან ჯერჯერობით მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, ფოკუსი ვირუსის გავრცელების ტემპის შენელებაზე უნდა გაკეთდეს.

მსგავსი