ანგელა მერკელი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით გერმანიაში მოსახლეობის 70 პროცენტი დაინფიცირდება

16:15, 11.03.2020
1211740613

1211740613

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსით ქვეყნის მოსახლეობის 60-70 პროცენტი დაინფიცირდება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ბერლინში, კორონავირუსთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელსაც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრთან ერთად ესწრებოდა.

გერმანიის კანცლერის თქმით, ქვეყნები უნდა მობილიზდნენ, გერმანია კი ამ კრიზისს დეცენტრალიზებული ფორმით შეეჭიდება.

„ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც ბევრი რამ არ ვიცით და რაც არ ვიცით, იმას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. როდესაც ვირუსი ტრიალებს, მოსახლეობას არ აქვს იმუნიტეტი და არ არსებობს თერაპია, ესე იგი, მოსახლეობის 60-70 პროცენტი დაინფიცირდება“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

მსგავსი