ჩეხეთის ჩემპიონატი 25 მაისს განახლდება

12:12, 28.04.2020

ჩეხეთის ორ მთავარ დივიზიონში სეზონის განახლება 25 მაისისთვის იგეგმება, – იტყობინება ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი. 12 მაისს ლიგის კომიტეტი გამართავს შეხვედრას, სადაც სეზონის განახლების გეგმა უნდა დამტკიცდეს.

გადაწყვეტილება მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებზე იქნება დამოკიდებული. ჩეხეთში ახალი კორონავირუსის გამო, საფეხბურთო ჩემპიონატი უკვე თვეზე მეტია შეჩერებულია.ამ დროისათვის ქვეყანაში კოვიდ19-ით ინფიცირების 7 445 შემთხვევაა დაფიქსირებული, 223 ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსგავსი