ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი - ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

პარიზში ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

„ჯვაროსნები“ წინა ტურნირის C ლიგის მეორე ჯგუფის გამარჯვებულები გახდნენ და B ლიგაში დაწინაურდნენ, შესაბამისად, ახალ გათამაშებაში გაცილებით ძლიერ მეტოქეებთან მოუწევთ ჯგუფურ ეტაპზე თამაში.

ერთა ლიგა B1 ჯგუფი:

ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი, საქართველო

ერთა ლიგის B დივიზიონში გუნდები კალათებში ასე იყვნენ გადანაწილებულნი:

კალათა 1: ავსტრია, ჩეხეთი, ინგლისი, უელსი

კალათა 2: ფინეთი, უკრაინა, ისლანდია, ნორვეგია

კალათა 3: სლოვენია, ირლანდია, ალბანეთი, მონტენეგრო

კალათა 4: საქართველო, საბერძნეთი, თურქეთი, ყაზახეთი

ერთა ლიგის 2024/25 წლის გათამაშების ჯგუფური ეტაპის კალენდარი:

I ტური. 5-7 სექტემბერი, 2024

II ტური. 8–10 სექტემბერი, 2024

III ტური. 10–12 ოქტომბერი, 2024

IV ტური. 13–15 ოქტომბერი, 2024

V ტური. 14–16 ნოემბერი, 2024

VI ტური. 17–19 ნოემბერი, 2024

პლეი ოფის წილისყრა: 2024 წლის ნოემბერი
პლეი ოფი: 2025 წლის 20-25 მარტი
ლიგა A მეოთხედფინალი: 2025 წლის 20-25 მარტი
ფინალური ტურნირი: 2025 წლის 4-8 ივნისი