ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი - ევრო 2023-ზე საქართველოს ეს ნაკრებები ესტუმრებიან #1TVSPORT
ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი - ევრო 2023-ზე საქართველოს ეს ნაკრებები ესტუმრებიან #1TVSPORT

ბუქარესტში გამართულ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრაზე ჯგუფები დაკომპლექტდა. ფინალურ ეტაპზე გასულმა 16 გუნდმა წილისყრის შედეგად 4 ჯგუფი შეადგინა.

A ჯგუფი

საქართველო, პორტუგალია, ბელგია, ნიდერლანდები

B ჯგუფი

რუმინეთი, ესპანეთი, უკრაინა, ხორვატია

C ჯგუფი

ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი

D ჯგუფი

ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია

გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეები და ის ნაკრებებიც, რომლებიც საქართველოში გვესტუმრებიან – ესენი არიან C ჯგუფში მოხვედრილი გუნდები: ჩეხეთი, ინგლისი, გერმანია, ისრაელი.

ეს ნაკრებები მატჩებს ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.

საქართველოში (მატჩებს თბილისი, ქუთაისი და ბათუმი უმასპინძლებენ) A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ჩაატარდებს, ფინალს კი ბათუმის „აჭარაბეთ არენა“ უმასპინძლებს.