პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია - ევრო 2023-ის ფინალურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები უძლიერეს ჯგუფში მოხვდა #1TVSPORT
პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია - ევრო 2023-ის ფინალურ ეტაპზე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები უძლიერეს ჯგუფში მოხვდა #1TVSPORT

ბუქარესტში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა და საქართველოს მეტოქეები გაირკვა.

აღსანიშნავია, რომ წილისყრის ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს პირველი არხის ყოფილი თანამშრომელი, სფფ-ს პრეს-სპიკერი ოთარ გიორგაძე იყო. დამსწრეებს მიმართეს რუმინეთის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტებმა, რიზვან ბურლეანუმ და ლევან კობიაშვილმა.

ფინალურ ეტაპზე გასულმა 16 გუნდმა წილისყრის შედეგად ოთხი ჯგუფი დააკომპლექტა.

წინასწარ იყო ცნობილი, რომ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ავტომატურად A ჯგუფში ითამაშებდა, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან – პორტუგალია, ნიდერლანდები და ბელგია.

A ჯგუფი

პორტუგალია, ნიდერლანდები, ბელგია, საქართველო,

21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისამდე საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ. საქართველოში (მატჩები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდება) A და C ჯგუფის მატჩებთან ერთად, ორი მეოთხედფინალური შეხვედრა, ნახევარფინალი და ფინალი გაიმართება. საქართველო პირველ მატჩს პორტუგალიასთან გამართავს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ჯგუფური ეტაპის მატჩებს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ ჩაატარებს, ფინალს კი ბათუმის „აჭარაბეთარენა“ უმასპინძლებს.