ჩავისა და ლეოს მუდმივი კავშირი აქვთ - არგენტინული გამოცემა მესის „ბარსელონაში“ დაბრუნებაზე წერს #1TVSPORT
„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი ლიონელ მესი, შესაძლოა, ზაფხულში „ბარსელონაში“ დაბრუნდეს, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა All About Argentina-მ.
ბოლო პერიოდში 35 წლის ფეხბურთელი, მისი მამა და გარემოცვა ყველაფერს აკეთებს მესის შესაძლო დაბრუნებისთვის კატალონურ კლუბში. არგენტინელის მამა და აგენტი ხორხე მესი პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს „ბარსელონას“ პრეზიდენტთან, ჟოან ლაპორტასთან, თავად მესის კი კავშირი აქვს მთავარ მწვრთნელთან, ჩავისთან.
„არ მინდა, ვთქვა, რომ მესი აუცილებლად დაბრუნდება, მაგრამ პოზიციები აშკარად დაახლოვდა. არსებობს შესაძლებლობა, რომლის გამოჩენის არავის სჯეროდა. ჩავისა და ლეოს მუდმივი კავშირი აქვთ“, – დაწერა ჟურნალისტმა ჟერარ რომერომ.
შეგახსენებთ, რომ მესის მოქმედი კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2023 წლის ზაფხულში იწურება.
მიმდინარე სეზონში არგენტინელმა ლიგა 1-ის 19 მატჩში 11 გოლი და 10 შედეგიანი პასი დააგროვა.