ჩავის რეფორმები „ბარსელონაში“ - დააბრუნა ჯარიმები, ვარჯიშებზე 1.5 საათით ადრე გამოცხადება, იმიჯზე ზრუნვა #1TVSPORT
ჩავის რეფორმები „ბარსელონაში“ - დააბრუნა ჯარიმები, ვარჯიშებზე 1.5 საათით ადრე გამოცხადება, იმიჯზე ზრუნვა #1TVSPORT

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ გუნდის რეჟიმში მთელი რიგი სიახლეები შეიტანა.

კერძოდ, ახლა ფეხბურთელები ვარჯიშზე დაწყებიდან საათნახევრით ადრე უნდა გამოცხადდნენ, რათა ერთად ისაუზმონ, მოემზადონ ვარჯიშებისთვის და შეასრულონ ინდივიდუალური სამუშაო. სამწვრთნელო შტაბის წევრები ბაზაზე ვარჯიშამდე ორი საათითი ადრე უნდა მივიდნენ.

მოთამაშეები ბაზაზე დიეტოლოგების კონტროლის ქვეშ უნდა იყვნენ. სწორი დიეტა უნდა დაეხმაროს მათ ტრავმების თავიდან აცილებაში. ასევე ჩავიმ დააბრუნა დარღვევებზე ფულადი ჯარიმის სისტემა, რომელიც გუნდიდან ლუის ენრიკეს წასვლის შემდეგ გაუქმდა. ჯარიმის ოდენობა ხელმეორე დარღვევისას გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება.

თამაშამდე 48 საათით ადრე, ფეხბურთელები არ უნდა დარჩნენ გვიანობამდე სახლის გარეთ. ეს ნაბიჟი შემოღებულია იმისთვის, რომ მოთამაშეები მატჩს ოპტიმალურ ფიზიკურ მდგომარეობაში შეხვდნენ.

ასევე შემოღებულია სპორტის მიღმა ფეხბურთელების ქცევის კონტროლი. თუ მოთამაშეებს სურთ თავისუფალ დროს ქალაქის გარეთ შორს გამგზავრება, მათ სამწვრთნელო შტაბისგან ნებართვის აღება დასჭირდებათ.

აკრძალულია სარისკო მოქმედებები. ფეხბურთელებს არ შეეძლებათ დაკავდნენ სერფინგით ან ისეირნონ ელექტროველოსიპედით. ასეთი გართობა საკონტრაქტო ვალდებულებების სერიოზული დარღვევაა.

გარდა ამისა, ფეხბურთელები უნდა ინარჩუნებდნენ კარგ იმიჯს და ხალხს მაგალითი უნდა მისცენ.