„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ჩავი კლუბში დარჩება #1TVSPORT
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ჩავი კლუბში დარჩება #1TVSPORT

„ბარსელონას“ ვიცე-პრეზიდენტმა, რაფა იუსტემ დაადასტურა პრესის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჩავიმ შეცვალა გადაწყვეტილება და დარჩება პოსტზე მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.

„ჩავი ენდობა ჩვენს პროექტს. ჩვენ ერთად შეგვიძლია, დიდ წარმატებებს მივაღწიოთ. ტიტულების მოპოვება გვჭირდება, ეს ყველამ ვიცით. ამაში ჩვენ ვენდობით ჩავის. ის ნამდვილი ბარსელონელია. ის იქნება ახალი „ბარსელონას“ ნაწილი ახალ „კამპ ნოუზე“, – განაცხადა იუსტემ.

როგორც გაზეთი Marca წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს ჩავის, იუსტესა და კლუბის პრეზიდენტის, ჟოან ლაპორტას შეხვედრაზე. ლაპორტამ, თავის მხრივ, გააჟღერა საკუთარი მოთხოვნები: შეზღუდული რესურსები ფეხბურთელების შეძენისას და გარკვეული ცვლილებები სამწვრთნელო შტაბში.

44 წლის ჩავი „ბარსელონას“ 2021 წლის ნოემბრიდან უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით კატალონელები 2023 წელს ესპანეთის ჩემპიონები გახდნენ და ესპანეთის სუპერთასი მოიგეს.