ჩავიმ, ვიქტორ ვალდესმა, რაულმა და ჩაბი ალონსომ საწვრთნელო ლიცენზიები მიიღეს
ახლო წარსულში ცნობილმა ესპანელმა ფეხბურთელებმა – ჩავიმ, ვიქტორ ვალდესმა, რაულმა და ჩაბი ალონსომ უეფასგან „პრო“ კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზიები მიიღეს, – იტყობინება ინტერნეტ-გამოცემა sport.es.
წყაროს ცნობით, სამწვრთნელო ლიცენზიები ასევე მიიღეს ხოან კაპდევილამ, ჟულიო ბაპტისტამ, ესტებან კამბიასომ და ალბერტ რიერამ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ჩავი ყატარის „ალ-სადის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ესპანელმა კლუბთან 2020 წლამდე გააფორმა კონტრაქტი. ჩაბი ალონსო ამ მომენტისთვის „რეალ სოსიედადის“ მეორე გუნდის მწვრთნელია, რაული კი მადრიდის „რეალის“ სარეზერვო გუნდთან მუშაობს.