ჩავიმ ჩამოთვალა ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება „ბარსელონას“ გამოადგეს
ჩავიმ ჩამოთვალა ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება „ბარსელონას“ გამოადგეს

„ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად ყატარის „ალ სადის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ იმსჯელა იმაზე, რომელმა ფეხბურთელებმა შეიძლება გააძლიერონ „ბარსელონა“.

„მოთამაშეთა დიდი ნაწილი ჩემთვის ექსტრაორდინალურია. მეკარე, რომელიც მე საუკეთესოდ მიმაჩნია მსოფლიოში, ჟორდი ალბა ჩემთვის საუკეთესო მარცხენა მცველია, პიკე – მსოფლიოში საუკეთესო ცენტრალური მცველი, ბუსკეტსი – საუკეთესო დაცვითი ყაიდის ცენტრალური ნახევარმცველი და მესი – მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ამათ უნდა დავუმატოთ ლუის სუარესი, ფრენკი დე იონგი და არტური. მე ისინი ისეთ ფეხბურთელებად წარმომიდგენია, რომლებიც კიდევ 10 წელი წარმატებით ითამაშებენ „ბარსელონაში“.

ასე რომ, შემადგენლობის ბაზა კარგია. მე გავაძლიერებდი ფლანგებს. მაგალითად, ნეიმარით. არ ვიცი, ერგება თუ არა ის გუნდს სოციალურ საკითხში, მაგრამ ფეხბურთის მხრივ მისი გაფორმება უდიდესი შენაძენი იქნება. „ბარსელონას“ უკვე გააჩნია საკუთარი თამაში, მაგრამ მას არ ჰყოფნის ისეთი ფლანგები, როგორიც აქვს „ბაიერნს“. გუნდს არ სჭირდება ბევრი ახალი ფეხბურთელი. შესაძლოა, მას გამოადგეს ჯეიდონ სანჩო, სერჟ გნაბრი“, – მოჰყავს ჩავის სიტყვები „ვანგუარდიას“.