ჩავი – მესიზე უკეთესი არავინ იქნება #1TVSPORT
ლეგენდარულმა ესპანელმა ნახევარმცველმა ჩავიმ გაიხსენა ლიონელ მესისთან ერთობლივი თამაშის პერიოდი. ასევე „ბარსელონას“ ყოფილმა დამრიგებელმა გაიხსენა, რომ სურდა არგენტინელის კატალონურ გუნდში დაბრუნება. ჩავი „ბარსელონას“ 2021-24 წლებში ავარჯიშებდა.
„მესი ჩემზე გაცილებით ძლიერია, როგორც ფეხბურთელი. აქ არანაირი კამათი არ შეიძლება იყოს. როცა მან 2010 წელს „ოქროს ბურთი“ მოიგო, ვიგრძენი, რომ სამართლიანობამ იზეიმა. მე არ მაქვს შეგრძნება, რომ ეს ჯილდო წამართვეს.
მესი საუკეთესო იყო. არ იქნება ვინმე მასზე უკეთესი. ის ჩემზე ბრაზობდა, როცა ბურთს სხვა ვაძლევდი. ის მე კიდევ უფრო უკეთესს მხდიდა. ის ძალიან მოკრძალებული და შრომისმოყვარე ადამიანია. მე ეს დავინახე მაშინ, როცა ის მხოლოდ 16 წლის იყო: ყველასგან განსხვავდებოდა. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე ვცდილობდი მის გაფორმებას „ბარსელონაში“. ხუთი თვე გვქონდა კავშირი, ყველაფერი მზად იყო, მაგრამ „ბარსელონას“ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა უარით მიპასუხა“, – მოჰყავს ჩავის სიტყვები გაზეთ AS-ს.