ჩავი ერნანდესი კარიერას ასრულებს
„ბარსელონასა“ და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, 39 წლის ჩავი ერნანდესმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კარიერას სეზონის ბოლოს დაასრულებს.
რამდენიმე წუთის წინ „სპორტმა“ (Sport) ჩავის კომენტარი გაავრცელა – „ფეხბურთელის რანგში ეს ჩემი ბოლო სეზონია. ვნახოთ, როგორი იქნება ჩემი მომავალი სამწვრთნელო ასპარეზზე.“
ჩავი „ბარსელონას“ სკოლის აღზრდილია. კატალონიურ გუნდს ის 1991 წელს, 11 წლის ასაკში შეუერთდა. „ბლაუგრანას“ პირველ გუნდში მას დებიუტი 1998 წელს ჰქონდა. მომდევნო 17 წლის განმავლობაში, „ბარსელონას“ მაისურით ჩავიმ 767 თამაში ჩაატარა, 85 გოლი გაიტანა და 25 ტიტული მოიგო.
OFFICIAL : Xavi announces this will be his final season as a player
World Cup: 🏆
European Championship: 🏆🏆
La Liga: 🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆🏆
Copa del Rey: 🏆🏆🏆
Supercopa de Espana: 🏆🏆🏆🏆🏆🏆
Champions League: 🏆🏆🏆🏆
UEFA Super Cup: 🏆🏆#SBOBET #Xavi pic.twitter.com/S2WVgCyIAt— SBOBET TH (@SBOTHNEWS) May 3, 2019
2015 წლიდან ჩავი ერნანდესი ყატარულ „ალ სადიში“ თამაშობს, რომლის რიგებშიც 112 მატჩი ჩაატარა და თავი 25 გოლით გამოიჩინა. ყატარში მან უკვე ოთხი ტიტულის მოგება მოახერხა.