ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალით აფრთხილებენ

07:34, 03.12.2024

სამართალდამცველები ჭავჭავაძის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სპეციალური ხმოვანი სიგნალით აფრთხილებენ და დაშლისკენ მოუწოდებენ.

თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ისმის შსს-ს ხმოვანი სიგნალი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, „დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები მართლწესრიგის აღსადგენად, სამოქალაქო სიმშვიდის დასამყარებლად“.

აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ, რაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს, ჭავჭავაძის გამზირზე გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეებმა თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბარიკადები მოაწყვეს და ცეცხლი წაუკიდეს, გადაკეტეს გზა.

მსგავსი