ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ მოყოლილი მუშის ძებნაში მაშველებს გეომორფოლოგები დაეხმარებიან [ფოტო]
ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ მოყოლილი მუშის ძებნაში მაშველებს გეომორფოლოგები დაეხმარებიან [ფოტო]

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ მოყოლილი მუშის ძებნის პროცესში გეომორფოლოგების ჯგუფი დაეხმარება.

ილიაუნის გეომორფოლოგის, ლაშა სუხიშვილის თქმით, ისინი გეორადარებით დაეხმარებიან მაშველებს, რათა მიწისქვეშ ადამიანის ადგილსამყოფელი დადგინდეს.

„გეოლოგიური ან გეომორფოლოგიური მიზეზები აქ არ ყოფილა. ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია, მშვიდად იყოს. სამაშველო ჯგუფს დავეხმარებით გეორადარით, რათა ზუსტად მოხდეს გარკვევა, სად შეიძლება, იმყოფებოდეს მიწის ქვეშ ადამიანი“, – განაცხადა ილიაუნის გეომორფოლოგმა​ლაშა სუხიშვილმა.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე მშენებლობაზე მიწა დღეს საღამოს ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მიწის ქვეშ მოყოლილი ერთი მუშა დაღუპული იპოვეს, მეორეს ამ დრომდე ეძებენ.