ჩაკვეტაძეს მწვრთნელმა გოლები დაავალა - „წლის აღმოჩენა რომ გავხდე, ბევრი უნდა ვიმუშაო“
ჩაკვეტაძეს მწვრთნელმა გოლები დაავალა - „წლის აღმოჩენა რომ გავხდე, ბევრი უნდა ვიმუშაო“

„საგოლე მომენტების რეალიზაცია ჩემი ერთ-ერთი ნაკლია და ამ კუთხით ბევრი სამუშაო მაქვს. ამის თაობაზე „გენტის“ მწვრთნელი ივ ვანდერჰააგე მელაპარაკა“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ ბელგიურ გამოცემა „ფუტბალნიუსთან“ (voetbalnieuws.be) ინტერვიუში.

„გასულ სეზონში „გენტმა“ ახალი მოთამაშე შეიძინა და გიორგი ჩაკვეტაძის სახით ნამდვილი ბრილიანტი შეემატა. ამ სეზონში 19 წლის ქართველი მართლაც უნდა გახდეს გუნდის საყრდენი ფიგურა და ლიდერი. ის ძირითად შემადგენლობაში სულ თამაშობს, მაგრამ პროგრესისთვის მეტი მუშაობა დასჭრდება“, – წერს გამოცემა. 

ჩაკვეტაძემ „გენტში“ ჩატარებულ 25 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. გიორგი ამბობს, რომ გუნდის მწვრთნელი სწორედ ამ საკითხზე ელაპარაკა: „როდესაც არჩევანის წინაშე ვდგავარ, გატანას საგოლე გადაცემის გაკეთება მირჩევნია. მაგრამ მწვრთნელი მთხოვს, რომ თავადაც მეტი გავიტანო. ვხვდები, რომ ეს მაჩვენებელი უნდა გავაუმჯობესო, წლის აღმოჩენა რომ გავხდე“.