ჩაკვეტაძე და გიორბელიძე სპრინტში შეეჯიბრნენ - საქართველოს ნაკრები ბათუმში ჩაფრინდა #1TVSPORT
ჩაკვეტაძე და გიორბელიძე სპრინტში შეეჯიბრნენ - საქართველოს ნაკრები ბათუმში ჩაფრინდა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადების აგრძელებს. გუნდმა ბათუმში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე გამართა.

საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში 25-მა ფეხბურთელი მონაწილეობდა. ფეხბურთის ფედერაციამ ამ ვარჯიშიდან სახალისო ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ერთმანეთს „გენტის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე და დრეზდენის „დინამოს“ მცველი გურამ გიორბელიძე ეჯიბრებიან – „დღევანდელ ვარჯიშზე ჩაკვემ და გურიმ ძალები სპრინტში მოსინჯეს“.

ოქტომბრის მატჩებისთვის მზადება ვილი სანიოლის გუნდმა თბილისში დაასრულა და ჩარტერული რეისით ბათუმში გაემგზავრა, სადაც 9 ოქტომბერს საბერძნეთის ნაკრებს შეხვდება.

საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების მატჩი ბათუმის ახალ არენაზე 9 ოქტომბერს 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.