ჭადრაკში საქართველოს სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს სასკოლო ჩემპიონატი 7, 9, 11 და 13 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გაიმართა. ყველა ასაკობრივ კატეგორიაში საპრიზო სამეულისათვის ბრძოლა პრაქტიკულად ბოლო ტურამდე მიმდინარეობდა.
ჩემპიონატზე რეკორდული რაოდენობის – 234 მონაწილე მოჭადრაკე დაფიქსირდა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია 7 წლამდე გოგონათა შორის მოასპარეზე ბარბარე შონიას ტრიუმფი, რომელმაც ცხრა შესაძლებლობიდან ცხრა გამარჯვება მოიპოვა.
ყველა ასაკობრივ კატეგორიებში გამარჯვებული მოზარდები ევროპის სასკოლო ჩემპიონატის საგზურის მფლობელები გახდნენ.