ვაჟ მოჭადრაკეთა შორის მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად კვლავ გიგა ყუფარაძე ლიდერობს.
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში ვაჟ მოჭადრაკეთა საქართველოს ჩემპიონატზე დღეს მეოთხე ტურის პარტიები გაიმართა. გიგა ყუფარაძემ შავი ფერის ფიგურებით ნიკოლოზ პეტრიაშვილი დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა.
მეოთხე ტურის შედეგები:
კაჭარავა ½:½ სანიკიძე
პეტრიაშვილი 0 : 1 ყუფარაძე
ნიგალიძე 1 : 0 თუთისანი
მჭედლიშვილი 1 : 0 მაღალაშვილი
პაიჭაძე ½:½ გაგუნაშვილი
მეხუთე ტური:
გაგუნაშვილი – კაჭარავა
მაღალაშვილი – პაიჭაძე
თუთისანი – მჭედლიშვილი
ყუფარაძე – ნიგალიძე
სანიკიძე – პეტრიაშვილი
სატურნირო მდგომარეობა:
- ყუფარაძე – 3,5 ქულა
2-3. ნიგალიძე, მჭედლიშვილი -3 ქულა;
4. გაგუნაშვილი – 2,5 ქულა;
5-6. პაიჭაძე, სანიკიძე – 2 ქულა;
7.მაღალაშვილი – 1,5 ქულა;
8.პეტრიაშილი, კაჭარავა – 1 ქულა;
10.თუთისანი – 0,5 ქულა