ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ცნობილი ქართველი მოჭადრაკის, ნანა იოსელიანის იუბილესთან დაკავშირებით ბლიც-ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრი 10 თებერვალს დაიწყო და ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, ნანა იოსელიანის 60 წლის იუბილეს მიეძღვნა, რომლის სახელსაც არაერთი სხვა გამარჯვება უკავშირდება – მათ შორის, იყო ხუთგზის ოლიმპიური და მრავალგზის ევროპის ჩემპიონი.
მთავარი პრიზისთვის ქვეყნის უძლიერესი მოჭადრაკეები იბრძოდნენ. შეჯიბრში მონაწილეობა ქალთა, ვაჟთა, გოგონათა და ჭაბუკთა კატეგორიაში გაიმართა.
ღონისძიების დახურვის ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე, იოსებ ბაღათურია დაესწრო და ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენები დააჯილდოვა.