ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თბილისის ჭადრაკის სასახლეში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ლელა ჯავახიშვილმა დასკვნით ტურში ნია დონღვანი დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ლელა ჯავახიშვილმა მეხუთედ გაიმარჯვა საქართველოს ჩემპიონატში – 2001, 2007, 2014 და 2016 წლებში.
ნინო ბაციშვილი მეორე საპრიზო ადგილზე გავიდა. მერი არაბიძე კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
საქართველოს ჩემპიონატზე საპრიზო სამეულში გასული მოჭადრაკეები ევროპის ქალთა ჩემპიონატის საგზურით დაჯილდოვდნენ.
სატურნირო მდგომარეობა
I ადგილი – ლელა ჯავახიშვილი – 7,5 ქულა;
II ადგილი -ნინო ბაციაშვილი – 7 ქულა;,
III ადგილი – მერი არაბიძე – 6,5 ქულა;
IV ადგილი – ბელა ხოტენაშვილი – 6 ქულა;
V ადგილი – სალომე მელია – 4 ქულა;
VI ადგილი- კესარია მგელაძე – 4 ქულა;
VII ადგილი –მარიამ ცეცხლაძე – 3 ქულა;
VIII ადგილი – ნია დონღვანი – 2,5 ქულა;
IX ადგილი – დიანა ლომაია – 2,5 ქულა;
X ადგილი – ანასტასია კირთაძე – 2 ქულა.