ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რევაზ მალდიანმა ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე რევაზ მალდიანმა ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

პოლონეთში, ქალაქ ცეხანუვში ჭაბუკ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

დღეს ფიცარნაგზე ორი ქართველი სპორტსმენი გავიდა. რევაზ მილდიანმა ატაცში 86 კგ. დაძლია და ოქროს მედალი მოიპოვა. ძალოსანმა ოქროს მედალთან ერთად საქართველოს რეკორდის გაუმჯობესებაც შეძლო.

მილდიანმა აკვრაში 102 კგ. დაძლია და მე-5 ადგილი ერგო, ორჭიდის ჯამში კი 188 კილოგრამით ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ლერი ნეფარიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრასა და ორჭიდში 81/100/181 კი მე-4 ადგილზე გავიდა.

დატოვე კომენტარი