ჩაბი ალონსო „ლევერკუზენში“ კიდევ ერთი სეზონი დარჩება #1TVSPORT
ჩაბი ალონსო „ლევერკუზენში“ კიდევ ერთი სეზონი დარჩება #1TVSPORT

ესპანელი სპეციალისტი ჩაბი ალონსო, შესაძლოა, „ლევერკუზენში“ დარჩეს.

როგორც გერმანული გაზეთები – Kölner Stadt-Anzeiger და Rheinische Post წერენ, დიდია იმის ალბათობა, რომ ალონსო კიდევ მინიმუმ ერთი სეზონი გაწვრთნის თავის ამჟამინდელ კლუბს.

ძირითადი მიზეზი, რომლის მიხედვითაც ესპანელი მწვრთნელი, დიდი ალბათობით, გერმანულ კლუბში დარჩება ის არის, რომ ალონსო სრულად არის ჩართული მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის დაგეგმვაში.

მადრიდის „რეალი“ კვლავინდებურად დაინტერესებულია ჩაბი ალონსოთი, მაგრამ ესპანური კლუბის მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის მომავალი სეზონის ბოლომდე არ იქნება გარკვეული და საეჭვოა, რომ ალონსო ასე დიდხანს დაელოდება გადაწყვეტილების მიღებას.