ჩაბი ალონსო ახალი სეზონიდან „ბაიერნის“ მწვრთნელი იქნება #1TVSPORT
ჩაბი ალონსო ახალი სეზონიდან „ბაიერნის“ მწვრთნელი იქნება #1TVSPORT

„ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიდან მიუნხენის „ბაიერნს“ ჩაუდგება სათავეში, – ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტმა ხოსე ალვარესმა ინტერნეტტელევიზია El Chiringuito-ს ეთერში.

ესპანელი სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი „ლევერკუზენთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. რაც შეეხება „ბაიერნის“ ამჟამინდელ დამრიგებელს, თომას ტუხელს, მისი კონტრაქტი გერმანიის ჩემპიონთან 2025 წლის ზაფხულამდეა მოქმედი.

შეგახსენებთ, რომ ალონსო „ბაიერნში“ 2014-2017 წლებში თამაშობდა.