„ლევერკუზენის“ მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო, დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონიდან მიუნხენის „ბაიერნს“ ჩაუდგება სათავეში, – ამის შესახებ განაცხადა ჟურნალისტმა ხოსე ალვარესმა ინტერნეტტელევიზია El Chiringuito-ს ეთერში.
ესპანელი სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი „ლევერკუზენთან“ 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. რაც შეეხება „ბაიერნის“ ამჟამინდელ დამრიგებელს, თომას ტუხელს, მისი კონტრაქტი გერმანიის ჩემპიონთან 2025 წლის ზაფხულამდეა მოქმედი.
შეგახსენებთ, რომ ალონსო „ბაიერნში“ 2014-2017 წლებში თამაშობდა.