ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა, რუსთავისა და თელავის გარდა, არჩევნები ყველა ქალაქში მოიგო
ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა, რუსთავისა და თელავის გარდა, არჩევნები ყველა ქალაქში მოიგო

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთავისა და თელავის გარდა, ყველა ქალაქში გაიმარჯვა.

თელავში გრიგოლ ვაშაძეს 51.19% (16 644 ხმა) აქვს, სალომე ზურაბიშვილს კი 48.81% (15 868 ხმა).

ამასთან, გრიგოლ ვაშაძემ 51.51% (28 349 ხმა ) მოიპოვა რუსთავში, სალომე ზურაბიშვილს კი რუსთავის ამომრჩეველთა 48.81% -მა დაუჭირა მხარი (15 868 ხმა).

დანარჩენ ქალაქებში, ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, გამარჯვება სალომე ზურაბიშვილმა მოიპოვა.

ამასთან, ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის 10-ვე საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3694 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 99.7%-ია. წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი 59.56%-ით იმარჯვებს, გრიგოლ ვაშაძეს კი 40.44% აქვს.