ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის 10-ვე საარჩევნო ოლქში სალომე ზურაბიშვილმა მოიგო
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, თბილისის 10-ვე საარჩევნო ოლქში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.
როგორც ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3694 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 99.7%-ია.
თბილისის 10-ივე ოლქის მონაცემები ასეთია:
მთაწმინდა: გრიგოლ ვაშაძე – 35, 66 %, სალომე ზურაბიშვილი – 64,34 %;
ვაკე: გრიგოლ ვაშაძე – 33,95 %, სალომე ზურაბიშვილი 66,05 %;
საბურთალო: გრიგოლ ვაშაძე – 34,39 %, სალომე ზურაბიშვილი – 65,61 %;
კრწანისი: გრიგოლ ვაშაძე – 40,43 %, სალომე ზურაბიშვილი – 59,57 %;
ისანი: გრიგოლ ვაშაძე – 43,06 %, სალომე ზურაბიშვილი – 56,94 %;
სამგორი: გრიგოლ ვაშაძე – 43,59 %, სალომე ზურაბიშვილი – 56,41 %;
ჩუღურეთი: გრიგოლ ვაშაძე – 36,63 %, სალომე ზურაბიშვილი – 63,37 %.
დიდუბე: გრიგოლ ვაშაძე – 35,02 %, სალომე ზურაბიშვილი – 64,98 %;
ნაძალადევი: გრიგოლ ვაშაძე – 38,26 %, სალომე ზურაბიშვილი – 61,74 %;
გლდანი: გრიგოლ ვაშაძე – 43,26 %, სალომე ზურაბიშვილი 56,74 %.
ცესკო-ს ინფორმაციით, საარჩევნო უბნების 99.7%-ში დათვლილი ხმების მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი 59.56%-ით იმარჯვებს, გრიგოლ ვაშაძეს კი 40.44% აქვს.