ცენტრალურ ევროპაში დიდთოვლობის გამო, რამდენიმე ათეული დასახლება ამ დრომდე იზოლირებულია. Deutsche Welle-ს ცნობით, გერმანიასა და ავსტრიაში ალპების რეგიონი თოვლით არის დაფარული.
მხოლოდ ავსტრიაში, ზალცბურგის მხარეში 40 ათასზე მეტ ადგილობრივთან ვერ ხერხდება კომუნიკაცია. უამინდობის გამო 15 ათასამდე მოსახლეს ელექტროენერგია უკვე რამდენიმე დღეა არ მიეწოდება.
რთული მდგომარეობაა გერმანიაში, ბავარიის მიწაზე. სადაც დიდთვლობის გამო, ერთ-ერთ სამთო კურორტზე ზვავი ჩამოწვა. სტიქიური უბედურების დროს ახლომდებარე სასტუმროც დაზიანდა. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით ათასი ადამიანია გარე სამყაროსგან იზოლირებული.
ბოლო დღეებში ზვავის ჩამოწოლის დროს რამდენიმე შენობა დაზიანდა ავსტრიაშიც, თუმცა ბუნებრივი კატასტროფების დროს არავინ დაშავებულა.
ცენტრალურ ევროპაში დიდთოვლობას უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან.