ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებულები კლინიკებში გადაჰყავთ

ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიის დროს დაშავებული ექვსი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, თუმცა კლინიკაში გადაყვანა შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ადამიანს დასჭირდეს.

თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო ავტობუსი, სოფელ ფერმასთან, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა. პირველადი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა ექვსი ადამიანი.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.