გია ცეცაძემ ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 12 და 16 ოქტომბერს
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით ორ მატჩს ჩაატარებს.
გუნდი ჯერ ფინეთს ესტუმრება, შემდეგ კი პოლონეთს. ამჟამად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ცხრა მოპოვებული ქულით ფინეთთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს.
ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ამ შეხვედრებისთვის მოემზადებიან.
მეკარეები – ლუკა გუგეშაშვილი (დილა), ოთო გოშაძე (დინამო ბთ), ლუკა სანიკიძე (თელავი)
მცველები – ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური (ორივე – დინამო თბ), რომან ჩაჩუა (სამტრედია), გიორგი ქანთარია (ნემანი, ბელარუსი), ლუკა გადრანი (რუსთავი), გაგი მარგველაშვილი (საბურთალო), ანდრო გიორგაძე (ვორსკლა, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (სიონი)
ნახევარმცველები – აკაკი შულაია, ნიკა ნინუა, გიორგი კუცია (სამივე – დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), ლევან მაჭარაშვილი (სტუმბრასი, ლიეტუვა), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), ლევან ელოშვილი (კაპფენბერგი, ავსტრია)
თავდამსხმელები – ბექა მიქელთაძე (ანორთოსისი, კვიპროსი), ირაკლი ბუღრიძე (ჩიხურა), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი)